3 მარტს 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ტემპუსის პროექტის SSRULLI (Strengthening the Specific Role of Universities as Lifelong Learning Institutions / უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება) პირველი საერთაშორისო სამუშო შეხვედრა.
შეხვედრის გახსნას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი და ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია