5 მარტს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ხელშეკრულებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადემერ პაპავა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე მოაწერენ ხელს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი