29 მარტს 15:00 საათზე "სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი" ატარებს საჯარო ლექციათა ციკლს შემდეგ თემებზე: სტუდენტური აქტივიზმის ისტორია: სტუდენტური მოძრაობების წარმოშობა და ისტორიული მიმოხილვა;
წინააღმდეგობის ტაქტიკები და ფორმები; სახელმწიფოს პოლიტიკა სტუდენტურ ამბოხთან მიმართებაში;
ქართული და უცხოური სტუდენტური მოძრაობების ანალიზი : ჩილეს ფართომასშტაბიანი სტუდენტური მოძრაობა; სტუდენტური პროტესტი საქართველოს უახლეს ისტორიაში; ლაბორატორია 1918;
სტუდენტური აქტივიზმის პერსპექტივები
მისამართი: თსუ-ს I კორპუსი, 307 აუდიტორია