8 აპრილს 12:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისათვის გამოცხადებული გასართობ–ინტელექტუალური კონკურსის CU Quest-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ინტელექტუალურ კონკურსში ის აბიტურიენტები იღებდნენ მონაწილეობას, ვინც უმაღლესი განათლების მიღებას კავკასიის უნივერსიტეტში აპირებს. თამაშის საპრიზო ფონდი 10 000 ლარი გამარჯვებულთა პირველ სამეულზე გადანაწილდება.
მისამართი: პოლიტკოვსკაიას #10