7 ივნისს 15:00 საათზე ინფორმაციული საზოგადოების განვითარების ინსტიტუტის სადისკუსიო კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც შეეხება რელიგიური აღმსარებლობების მიერ წარმოდგენილ სოციალური დაცვის პროგრამებს.
სადისკუსიო კლუბის წევრები ისაუბრებენ საქართველოში არსებული რელიგიური აღმსარებლობების მიერ განხორციელებული სოციალური დაცვის პროგრამების შესახებ.
მიწვეული სტუმარი იქნება ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი.
მისამართი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორია