9 ივნისს 15:00 საათზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (ოთახი 305) სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტები სასწავლო კურსის "პოლემიკის ოსტატობა" ფარგლებში გამართავენ დებატებს დამოუკიდებელ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან თემაზე - "ქართული სახელმწიფოს ფუნქცია, საქართველოს ადგილი და როლი თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურაში".
მისამართი: ჩარგლის #27