22 ივნისს 13:00 საათზე 2014 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ეწყობა საჯარო დისკუსია თემაზე - "ნარკომანია - ჯანდაცვის პრობლემა თუ დანაშაული?"
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მიწვეული ფსიქოლოგები, ექსპერტები, იურისტები, კრიმინოლოგები და სხვა კომპეტენტური პირები.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია მოხდეს საკანონმდებლო ფორმულირება ნარკომომხმარებლის არადამნაშავედ ცნობისა.
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი, 101-ე აუდიტორია