თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის
01 ივლისი, 2014
2 ივლისს 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმს თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მოაწერენ ხელს.

მისამართი: ი ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ-ს პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია







Carpet Cleaning Calgary