მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში
06 ივლისი, 2014
7 ივლისს 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება რიგით მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში - ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა.

ღონისძიებას დაესწრებიან თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ორთვინ ჰენიგი, საქართველოს და გერმანიის აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ-ს პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე







Carpet Cleaning Calgary