15 ივლისს 20:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლადო ჭანტურიას საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.
საიუბილეო გამოცემა დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიერ არის მომზადებული და ინსტიტუტის მესამე საიუბილეო კრებულია. პრეზენტაციას დაესწრება პროფესორი ლადო ჭანტურია, ასევე, მიწვეული სტუმრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის #1, თსუ-ს პირველი კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია (115-ე ოთახი)