22 ივლისს 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო სამხრეთ კავკასიის სიმპოზიუმი და ტრენინგი მედია სამმართალში „მედიის კანონი“.
ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა გახსნის. მასში ქართველი, გერმანელი, სომეხი და აზერბაიჯანელი დელეგატები, პროფესორები, სტუდენტები, ექსპერტები და ჟურნალისტები მონაწილეობენ.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ-ს პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია