29 ივლისს 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, რექტორის მოადგილეები და ფაკულტეტების დეკანები მიულოცავენ. ასევე შედგება მუსიკალური ჯგუფის "TSU ART" კონცერტი.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის #1, თსუ-ს I კორპუსის ეზო