27 სექტემბერს 13:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში (პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის აუდიტორია) სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება გამართავს პრესკონფერენციას და ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრებს.
ახალი ინიციატივა გულისხმობს სტუდენტურ ნაშრომთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას, რომელიც ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში არსებული კონცეფციის ანალოგი იქნება. ბაზაში წარმოდგენილი იქნება ყველა დარგობრივი მიმართულება, თითოეულ მიმართულებას უხელმძღვანელებს სტუდენტთა ჯგუფი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
მისამართი: პოლიტკოვსკაიას #10