1 ოქტომბერს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "სოციალურ კულტურული განვითარების ცენტრს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და "სოციალურ კულტურული განვითარების ცენტრის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი მოაწერენ ხელს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი