ილიაუნის საუნივერსიტეტო ცხოვრების ფორუმი
05 ოქტომბერი, 2014
6 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება ილიაუნის საუნივერსიტეტო ცხოვრების ფორუმი.

ფორუმზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამის სტენდებთან გაეცნონ ილიაუნის სტუდენტური სერვისის სამსახურს, თვითმმართველობას, ილიაუნის 30-მდე სტუდენტურ კლუბს, თეატრს, ბიბლიოთეკას, წიგნის სახლს "ლიგამუსი", მუსიკის ცენტრს, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკას და არაერთ პროექტს, რომლებიც ილიაუნიში ყოველწლიურად ტარდება. ილიაუნის საგარეო საქმეთა სამსახური მათ მიაწვდის უახლეს ინფორმაციას გაცვლით პროგრამებსა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობზე.

მისამართი: ილიაუნი, B 202 აუდიტორია








Carpet Cleaning Calgary