ტრენინგი სტუდენტებისათვის - "საკუთარი ფსიქოლოგიური შესაძლებლობების განვითარება - ინოვაციური მეწარმეობის ქვაკუთხედი"
15 ოქტომბერი, 2014
16 ოქტომბერს 16:00 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ისრაელის საელჩოს ორგანიზებით, სტუდენტებისათვის ტრენინგი სახელწოდებით "საკუთარი ფსიქოლოგიური შესაძლებლობების განვითარება - ინოვაციური მეწარმეობის ქვაკუთხედი" გაიმართება.

ტრენინგს გაუძღვება ისრაელიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტი ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში, ბატონი ჰაიმე ამსელი.

ტრენინგში მონაწილეობისათვის გაიარეთ რეგისტრაცია http://goo.gl/nbT3Ej

ტრენინგი გაიმართება საქართველოს ინოვაციების კვირეულის ფარგლებში და მასში მონაწილეობა არის უფასო. მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციების საფუძველზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი კინწურაშვილი

სტრატეგიული განვითარების სპეციალისტი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

ტელ: +995 555281868

@: gkintsurashvili@gita.gov.ge

www.innovationsweek.ge

www.gita.gov.ge






Carpet Cleaning Calgary