18 ოქტომბერს 17:00 საათზე "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" ორგანიზებით, "ახალგაზრდული ამბასადორიალი 2014-ის" ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორის, თსუ-ს ასოცირებული პროფესორის, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანის, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებლის სერგი კაპანაძის საჯარო ლექცია ჩატარდება.
ღონისძიების პირველ ნაწილში ექსპერტი წაიკითხავს ლექციას "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და სამომავლო გეოსტრატეგიაზე", მეორე ნაწილი კი დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს, სტუმარსა და დამსწრე აუდიტორიას შორის.
მისამართი: თსუ-ს პირველი კორპუსის 302-ე აუდიტორია.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია, დაგვიანებული მსმენელები არ დაიშვებიან!