25 ოქტომბერს, 16 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს პარლაენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დისკუსია-სემინარი თემაზე "მყარი ნარჩენების მართვა საქართველოში" ჩატარდება.
სემინარის ორგანიზებას "ევროპული ახალგაზრდული ცენტრი" გაუწევს.
დისკუსიას დაესწრებიან, გარემოს დაცვის სამინისტროდან, "მწვანეთა მოძრაობიდან" და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიიდან მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტები.