პრეზენტაციის მთავარი მიზანია სტუდენტებისთვის დეპარტამენტის სტრუქტურის და მუშაობის პრინციპის გაცნობა. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმი, ასევე, ნებისმიერ მსურველს შეეძლება დააფიქსიროს თავისი აზრი ან რჩევა დეპარტამენტის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით.
პრეზენტაციის შემდგომ თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი დემეტრე ეგნატაშვილი წაიკითხავს ლექციას სტუდენტთა უფლებების შესახებ.