”ტრადიციები, ადათ-წესები და კულტურა _ გენდერული პარალელები (საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი)”
12 ნოემბერი, 2014

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, "ბუქ სითიში" საჯარო ლექციების სერია იწყება. ლექციები ქალთა მიმართ ძალადობის თემას ეხმაურება.


პირველ ლექციას ხუთშაბათს, 13 ნოემბერს, 19 საათზე, პოეტი ირაკლი კაკაბაძე ჩაატარებს თემაზე: "ტრადიციები, ადათ-წესები და კულტურა _ გენდერული პარალელები (საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი)".

ლექციები ტარდება პროექტის "თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის #16

დასწრება თავისუფალია.

 







Carpet Cleaning Calgary