13 ნოემბერს, 17:00 საათზე, "ახალგაზრდულ პრესკლუბში" საჯარო დისკუსია თემაზე - "საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები" გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში განიხილება პროექტი "აწარმოე საქართველოში".
დისკუსია იმართება "ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრის" ორგანიზებით. შეხვედრას უმასპინძლებს აკადემიურ ცეტრში არსებული "ეკონომისტთა საინიციატივო ჯგუფი".
ეკონომიკური საკითხების აქტუალობის გამო, აკადემიური ცენტრისა და აღნიშნული შეხვედრის ამოცანას წარმოადგენს სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს გააცნოს ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინიციატივები და პროექტები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.
დასწრება თავისუფალია!
საკონტაქტო პირი: ვაჩე ჩინჩალაძე – 557323222
მისამართი: თბილისი, ნ. ყიფშიძის ქუჩა #7