"სტუდენტი ჟურნალისტების ლიგის" პრეზენტაცია
18 ნოემბერი, 2014

ხუთშაბათს, 20 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში "სტუდენტი ჟურნალისტების ლიგის" პრეზენტაცია გაიმართება.


ოფიციალური პრეზენტაცია იყოფა სამ ნაწილად:

1. პირველ ნაწილში გუნდის პრეზიდენტი წარადგენს ლიგის კონცეფციას, სამუშაო სფეროს და არსებულ მიზნებს;

2. სპეციალურად ამ დღისთვის, მოწვეული "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი - დავით ქაშიაშვილი ისაუბრებს თავის ჟურნალისტურ გამოცდილებასა და მედიის დონეზე, XXI საუკუნეში. გამოსვლის ბოლოს, მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაუსვან დავითს სასურველი შეკითხვები და მიიღონ მისგან ამომწურავი პასუხები.

3. დასკვნით ნაწილში მოხდება გუნდის დაკომპლექტება. "სტუდენტი ჟურნალისტების ლიგაში" გაწევრიანების მსურველები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას.

დასწრება თავისუფალია!

დამატებითი ინფორმაცისთვის იხილეთ  "Facebook" გვერდი: www.facebook.com/liga.iliauni


საკონტაქტო ინფორმაცია : 598 21 26 87

E-mail: liga@iliauni.edu.ge.

 

სტუდენტი ჟურნალისტების ლიგა







Carpet Cleaning Calgary