16 მაისს 15:00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო გაძლიერების ინსტიტუტის ორგანიზებით EUROsima მშვიდობის ფორუმი 2015 გაიხსნება.
გახსნის ცერემონიას დაესწრებიან: ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ოლივერ რაისნერი, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე და სტუმრები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან.
მისამართი: ქ. თბილისი, ქუთათელაძის ქ. #3 (საბურთალო, ყაზბეგის ქ. #28-დან შესასვლელი) - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი