19 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ინიციატივით შექმნილი პროგრამის - ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ერთიანი ელექტრონული ბაზისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდამჭერი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება.
სამინისტროში ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან შეხვედრას ლევან ყიფიანი დაესწრება.