ახალგაზრდა პოეტების აქცია თავშესაფრის მხარდასაჭერად
19 ნოემბერი, 2013
19 ნოემბერს, 19 საათზე მწერალთა სახლი ახალგაზრდა ქართველ პოეტებს უმასპინძლებს.

ისინი უსახლკაროთა თავშესაფრის მხარდასაჭერ აქციას გამართავენ. საღამოზე გაიმართება მებო ნუცუბიძის, ჯგუფების - "მასკულტურა" და "LOUDspeakers" კონცერტი. ბილეთის ღირებულება 3 ლარი იქნება და შემოსული თანხა თავშესაფრის კეთილმოწყობას მოხმარდება.

მისამართი: ივანე მაჩაბლის #13







Carpet Cleaning Calgary