ფოტოამბები
მასწავლებლის დღე ახალგორში
21 ოქტომბერი, 2022
დაბა ახალგორში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელშიც ახალგორის რაიონში მცხოვრები მოსწავლეები მონაწილეობდნენ, როგორც ქართველები, ისე ოსი ბავშვები. კონცერტი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.
სოფლად ცხოვრება გალის რაიონში
16 ოქტომბერი, 2022
გალის რაიონი დღესდღეობით აფხაზეთის ის მხარეა, სადაც ყველაზე მეტი ქართველია დასახლებული. გალში სოფლად ცხოვრების ყოველდღიურ რუტინას ადამიანები მეტ-ნაკლებად მიეჩვივნენ და ცდილობენ, ფეხი აუწყონ, რომ გადარჩნენ.
მოსახლეობის დიდი ნაწილი მიწათმოქმედებით, მეციტრუსეობითა და მებოსტნეობით არის დაკავებული.
ყარაბაღის მუსიკალური კოლეჯი
10 ოქტომბერი, 2022
აღდამის მუსიკალური კოლეჯი ყარაბაღის ერთ-ერთი უძველესი სკოლაა. ეს პირველი მუსიკალური კოლეჯია, რომელიც რეგიონში დაარსდა.
ზამთრის სამზადისი
08 ოქტომბერი, 2022
ახალგორის რაიონი ბუნებრივი გაზით დღემდე არ მარაგდება. ადგილობრივები გათბობის საშუალებად დენის გამათბობლებსა (ძირითადად ორგანიზაციები) და შეშას იყენებენ.
მთის ებრაელები აზერბაიჯანში
03 ოქტომბერი, 2022
აზერბაიჯანის დედაქალაქიდან 160 კილომეტრში დიდი კავკასიის გვერდითი ქედის მთისწინეთში კავკასიის იერუსალიმი (წითელი დასახლება) მდებარეობს, რომელიც მთის ებრაელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლებაა მსოფლიოში.
მეწამორი სომხეთში
30 სექტემბერი, 2022
მეწამორი ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი არქეოლოგიური ძეგლია სომხეთის მთიან რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში. ეს უნიკალური ძეგლი ძველი წელთაღრიცხვით V-I საუკუნეებით თარიღდება. მოიცავს ბრინჯაოსა და რკინის ხანის დასახლებებსა (ციტადელი, ქალაქის ტიპის დასახლებები) და სასაფლაოს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary