ფოტოამბები
მთის ებრაელები აზერბაიჯანში
03 ოქტომბერი, 2022
აზერბაიჯანის დედაქალაქიდან 160 კილომეტრში დიდი კავკასიის გვერდითი ქედის მთისწინეთში კავკასიის იერუსალიმი (წითელი დასახლება) მდებარეობს, რომელიც მთის ებრაელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლებაა მსოფლიოში.
მეწამორი სომხეთში
30 სექტემბერი, 2022
მეწამორი ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი არქეოლოგიური ძეგლია სომხეთის მთიან რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში. ეს უნიკალური ძეგლი ძველი წელთაღრიცხვით V-I საუკუნეებით თარიღდება. მოიცავს ბრინჯაოსა და რკინის ხანის დასახლებებსა (ციტადელი, ქალაქის ტიპის დასახლებები) და სასაფლაოს.
აფხაზეთის ნატურალური პროდუქტები
24 სექტემბერი, 2022
ამ ფოტოისტორიით მოგიყვებით, აფხაზეთში რომელ ნატურალურ პროდუქტებს შეიძენთ და რა თანხა დაგჭირდებათ ამისთვის.

როგორც ცნობილია, აფხაზეთი ხარისხიანი ღვინოთი მდიდარი ქვეყანაა, ყველა კუთხეში ვაზი ხარობს და ძალიან ბევრი მაცხოვრებელი ღვინოს თავად ამზადებს და არა მარტო.ზაფხულში სახლის ღვინოსა და ჭაჭას ბევრი მოიხმარს, ნახევარი ლიტრის საშუალო ფასი 300-500 რუბლია (დაახლოებით 5-8 დოლარი).
შუშაში არსებული მდგომარეობა
22 სექტემბერი, 2022
შუშა აზერბაიჯანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. იგი 1752 წელს ყარაბაღის მმართველმა პანახალი ხანმა დააფუძნა. ქალაქის ოკუპაცია 1992 წელს, ყარაბაღის პირველი ომის დროს მოხდა, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 2020 წელს აზერბაიჯანულმა არმიამ ის გაათავისუფლა.
ხელოვნების სამფლობელო ცხინვალში
12 სექტემბერი, 2022
ხელოვნების სამფლობელო ადგილია, სადაც თანაცხოვრობს კლასიკური და თანამედროვე მუსიკა, დიდი პოეტების პოეზია და სტუმართა აზრები კედლებზეა გამოხატული. აქ ყველასა და ყველაფრისთვის არის ადგილი, რაც მთავარია თავისუფლებისთვის. მართალია, თვითგამოხატვა ყველგან შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ დამოკიდებული არავისზე ხარ. ალბათ, "პორტალის" სტუმრებს სწორედ ეს გრძნობა აერთიანებთ.
გოგოების ბენდი შუახევიდან
06 სექტემბერი, 2022
ნინი დავითაძე, ქეთი დავითაძე, ლიზი დუმბაძე, დინა ფუტკარაძე და ლიკა დავითაძე 15-17 წლის ტინეიჯერები არიან დაბა შუახევიდან. ხუთივე შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეა. ხუთივეს ძალიან უყვარს მუსიკა და აპირებენ თავიანთი მომავალი მუსიკას დაუკავშირონ. მათ შუახევში და ზოგადად, აჭარაში გოგონათა პირველი მუსიკალური ბენდი შექმნეს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary