მივიწყებული "საქართველო" გაგრაში
16 ივნისი, 2020
მივიწყებული "საქართველო" გაგრაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

გაგრაში სანატორიუმი სახელად „საქართველო“ საბჭოთა დროს პარტიული ელიტის გამაჯანსაღებელ ცენტრად ითვლებოდა. გარკვეულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, სამკურნალო დაწესებულება გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ააშენეს, თუმცა, შენობის ინტერიერი მე-19 საუკუნის მიწურულის ნაგებობას უფრო გვაგონებს. არსებობს მოსაზრება, რომ შენობა რუს თავად მიხეილ ვორონცოვს ეკუთვნოდა.

For English version click here - link.

იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.

მოგეხსენებათ, ბატონი ვორონცოვი ორი საუკუნის წინათ კავკასიის გუბერნატორად მსახურობდა. 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს სანატორიუმი არ დაზიანებულა, თუმცა, ომის დასრულების შემდეგ დახურეს, რამდენიმე წლის განმავლობაში იძარცვებოდა კიდეც. მოგვიანებით სანატორიუმის მდინარის სახელი დაერქვა, მას „გაგრიპშად“ მოიხსენებდნენ.

My Page

უკვე წლებია ლპება იატაკი, იშლება და ინგრევა კედლები ჭერითურთ... მიუხედავად ამისა, დღემდე მიტოვებულ საბჭოთა შენობების მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. სანატორიუმიდან ზღვაზე მომაჯადოებელი ხედი იშლება და თავად დროის მიერ შელახული ფასადი მკითხველისთვის ერთგვარ დეკორაციად იქცევა ხოლმე სხვადასხვა ფოტოსა თუ ვიდეომასალაში.

ყოფილი სანატორიუმის შენობაში ყოფნის დროს უჩვეულო ხმაური შემოგვესმა. ხმას ბოლო სართულამდე გავყევით, სადაც რუს ახალგაზრდას გადავაწყდით. ახალგაზრდა დრომოჭმულ იატაკს ცოცხით ასუფთავებდა. სანატორიუმში უმიზეზოდ არ იყო მისული.

პროფესიით პროგრამისტმა იუტუბისთვის არაერთი ვიდეო მოამზადა, აფხაზეთი თავისი უნიკალურობით ძალიან უყვარდა. დაისამდე ორიოდე საათი იყო დარჩენილი, ამიტომ ახალგაზრდა კაცი შენობაში განთავსდა, მათ შორის გასათბობადაც. ვერაფრით ხსნიდა, რატომ იყო აფხაზეთში ამდენი ლამაზი შენობა საშინელ მდგომარეობაში. ყოველგვარი განსჯისა და კრიტიკის გარეშე საუბრობდა. უბრალოდ, ის იკითხა, რაზეც პასუხი არცერთ ჩვენგანს არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ყველაფრის 90-იანების ომზე გადაბრალება შეიძლებოდა, მაგრამ ომი ხომ აქ არაფერ შუაშია? განა ასე არ არის?



პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary