ჰემინგუეის გმირი ცხინვალში
21 ივნისი, 2020
ჰემინგუეის გმირი ცხინვალში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საოცარია, რომ მსოფლიოს ყველა ქალაქს შორის არის მსგავსება, ერთი რამით და ეს გრაფიტია. როგორი პროვინციულიც არ უნდა იყოს ცხინვალი, ისევე როგორც დიდი ქალაქები, ისიც ადამიანებს ნახატებისა და წარწერების ენაზე ესაუბრება. For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.

ცხინვალში გრაფიტს საკუთარ გმირებს უძღვნიან და მნიშვნელობა არ აქვს, ეს გმირები ომში იბრძოდნენ, მღეროდნენ, ხატავდნენ თუ ადამიანებს მკურნალობდნენ.

ერთი დიდი სიამოვნებაა ქალაქის სტუმარს ჰაჯი-უმარ მამსუროვის გამოსახულებაზე მოუყვე, რომელიც მე-5 სკოლის კედელზე ბინადრობს. მამსუროვი მზვერავი იყო, რომლისგანაც ერნესტ ჰემინგუეიმ თავისი წიგნის "ვისთვის რეკავს ზარი" მთავარი გმირი შექმნა.

გრაფიტი
ვერსად გავექცევით ომის ნაკვალევსაც, რომელიც ერთგვარ ინსპირაციადაც იქცა. ჭურვებისა და ტყვიების ნაკვალევი სახლის კედელზე ისეა გამოსახული, როგორც ვარსკვლავები ღამის ცაზე.

ახალგაზრდული ინიციატივები ცოტაა, ამიტომ გრაფიტი უფრო "ინტელიგენტურია". მართალია, არაპროფესიონალურად ხატავენ, მაგრამ შემქმნელები მხატვრები არიან. თუ დილეტანტების ნამუშევრებიც ჩნდება, 10-დან 9 შემთხვევა სასიყვარულო შინაარსისაა.


პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary