For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.
ძალიან ცოტამ თუ იცის, მაგრამ საკანალიზაციო ჭები წარსულის უნიკალურ მემკვიდრეობად ითვლება. ზოგიერთი სტალინის რეპრესიებს, მეორე მსოფლიო ომს, ხრუშჩოვის დათბობისა და ბრეჟნევის უძრაობის ხანას, 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ შეიარაღებულ კონფლიქტს გადაურჩა. ვფიქრობ, კორონავირუსიც ვერაფერს დააკლებს.
სოხუმში ისეთ საკანალიზაციო ჭებსაც ვხვდებით, რომლებიც ნოვოროსიისკშია დამზადებული, არის ერთი ჭა წარწერით „წითელი გლეხობის ქარხანა“. ანალოგს პოსტსაბჭოთა სივრცეში ხშირად შეხვდებით: დონეცკში, ნიჟნი ნოვგოროდში, ეკატერინბურგში, მარიუპოლში, ვოლგოგრადში, ხარკოვში.
ექსპერტების მოსაზრებით, მე-20 საუკუნის განმავლობაში საკანალიზაციო ჭებს თუჯისგან ამზადებდნენ. დიზაინი განსხვავებული იყო. თავსახურზე რომბებს, წრეებს, უჯრებს, ტალღებს, სამკუთხედებს, ასევე, დამზადების თარიღებსა და აბრევიატურებს ტვიფრავდნენ.
რა თქმა უნდა, სოხუმში სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე ხელოვნების კულტურას არ ვხვდებით, განსხვავებით ევროპის, ამერიკისა და იაპონიისგან, სადაც საკანალიზაციო ჭებისა და სანიაღვრე არხების თავსახურები სამუზეუმო ექსპონატებია.
შესაძლებელია, ახლო პერსპექტივაში ჩვენც რაღაც ახალი, თანამედროვე შევქმნათ, როგორც ამბობენ ხოლმე, საუკუნოდ. მანამდე შევეცდებით, ის შემოვინახოთ, რაც გვაქვს.
პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.