"მაიმუნური ფოტოსესია სოხუმში"
01 ივლისი, 2020
"მაიმუნური ფოტოსესია სოხუმში" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მაიმუნების საშენი სოხუმის ერთ-ერთი უძველესი ღირსშესანიშნაობათაგანია, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა, როგორც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ადამიანების სნეულების შესასწავლად და სამკურნალოდ.

For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.

საშენში მაიმუნებზე ცდებს ატარებდნენ, რასაც შესასვლელში განთავსებული ძეგლიც მოწმობს, მინაწერით:
"პოლიომიელიტი, ყვითელი ცხელება, ტიფი, ტკიპისმიერი ენცეფალიტი, ყვავილი, ჰეპატიტი და მრავალი სხვა დაავადება მაიმუნებზე ცდების შედეგად შეისწავლეს".

მაიმუნების საშენი

ძეგლი შესასვლელთან 1977 წელს დადგეს, ზუსტად 50 წლის თავზე, საშენის დაარსების საიუბილეო თარიღს მიუძღვნეს.

აღსანიშნავია, რომ მაიმუნებს კოსმოსში გასაფრენად სწორედ აქ ამზადებდნენ.

საბჭოთა დროს 6000-ზე მეტი მაიმუნი იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლისა და აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს საშენი დაზიანდა. კონფლიქტის დაწყებიდან პირველივე დღეებში უცნობმა პირებმა მაიმუნები გალიებიდან გამოუშვეს და ისინიც მთელი ქალაქის მასშტაბით დახეტიალობდნენ.

ჩემმა ერთმა ნაცნობმა საკუთარი თვალით ნახა, გაჩერებაზე როგორ იჯდა ჰამადრილი. ძალიან ბევრი პრიმატი დაიღუპა.

საშენი მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი. დღეს მის ბინადრებში, სულ რაღაც, 200-მდე, სხვადასხვა სახეობის მაიმუნია: მწვანე ანთარი, პავიან ჰამადრილი, მაკაკა რეზუსი, მაკაკა იავანური, პავიან ანუბისი.


პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary