ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხინვალში
04 ივლისი, 2020
ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხინვალში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
უკვე 5-7 წელია სამხრეთ ოსეთში ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთა რაოდენობა იზრდება. თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება, რომ ადრე სპორტს არ მისდევდნენ.
For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.

90-იანებიდან 2008 წლამდე ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის არ ეცალათ. ბოლო წლებში ცხინვალში სავარჯიშოდ ბევრი ისეთი ადგილი მოეწყო, რომელიც ადრე უყურადღებოდ იყო მიტოვებული, მათ შორის: პარკები, სტადიონები, ქალაქთან არსებული წყალსაცავი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილების რაოდენობამ იმატა და შესაბამისად, უმოძრაო ცხოვრების წესი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, რამაც დროთა განმავლობაში თავისთავად ფიზიკური აქტივობის მოყვარულთა რიცხი გაზარდა.
ჯანსაღი ცხოვრების წესი

ყოველ დილით, განსაკუთრებით 5-დან 7 საათამდე, სავარჯიშოდ გამოსულ ასობით ადამიანს შეხვდებით, საღამოობით მათი რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. ცხინვალის მაცხოვრებლები ძირითადად, ნელი ნაბიჯით მოძრაობენ, ე.წ. სკანდინავიური სიარულის ფორმასაც მიმართავენ. დილით ვარჯიშის უპირატესობა ის არის, რომ განთიადით ტკბები.

ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთა ნახევარი ქალია. ჯერ კიდევ 20-30 წლის წინ, მართალია, პატრიარქალურ სამხრეთ ოსეთში ქალებიც ვარჯიშობდნენ, მაგრამ ასე ვთქვათ, მდედრობითი სქესისთვის შესაფერისად არ ითვლებოდა. დროის გავლენამ აღნიშნული დამოკიდებულებაც შეცვალა.

პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary