For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.
სარფი და კვარიათი ის ადგილია, სადაც უმეტესად ლაზები ცხოვრობენ. ძირითადად, სწორედ ამ ადგილებშია შემორჩენილი ლაზური ენაც.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.
სარფი და კვარიათი ის ადგილია, სადაც უმეტესად ლაზები ცხოვრობენ. ძირითადად, სწორედ ამ ადგილებშია შემორჩენილი ლაზური ენაც.
ლაზები საუკუნეების მანძილზე თავს მეთევზეობით ირჩენდნენ. ზღვა იყო მათთვის თავის რჩენის და გადარჩენის გზა. იქ, სადაც ახლა ქვაომხაზეა, ადრე რამდენიმე ქვალოდი იყო და ყველას თავისი სახელი ჰქონდა. ზღვაში შეჭრილი კლდეები ლაზი მეთევზეებისთვის ორიენტირის განმსაზღვრელი იყო. მეთევზე ზღვაში თევზს რომ დაიჭერდა და ჰკითხავდნენ, სად დაიჭირე თევზიო, ისიც რომელიმე იმ კლდის სახელს ეტყოდა, რომლის მახლობლადაც თევზაობდა. ქვაომხაზეს გარდა სარფში იყო ქვაოსპაო, ქვაჭაღანა, სეიდოღლის ქვა, ქვაჭკვადეი და სუმჯუმა.
ამ ქვის ლოდების ნაწილი ზღვამ დაანგრია, ნაწილი საავტომობილო გზის გამაგრებას შეეწირა. დღეისათვის მხოლოდ ქვაომხაზეა შემორჩენილი. სიტყვა „ქვაომხაზე“ ლაზურად დაღარულ, ნაჭდევებიან ქვას ნიშნავს, ან „ქვამიჯნას“, ზღვარს. ლაზებს ეს ადგილი განსაკუთრებულად უყვართ.
ქვაომხაზე 11-საფეხურიანი ქვაა. სარფელი ბავშვები „მონათვლას“ მისი პირველი საფეხურიდან იწყებდნენ და წლების მატებასთან ერთად ზედა საფეხურებისკენ ინაცვლებდნენ. ის, ვინც ზღვაში მეთერთმეტე საფეხურიდან გადახტებოდა და თან სალტოს გააკეთებდა, უკვე პროფესიონალად ითვლებოდა.
ქვაომხაზეს ის ნაწილი, სადაც მეთერთმეტე საფეხური იყო, აღარ აქვს, რადგან ნაპირგამაგრების გამო დაინგრა.
წელს ქვაომახზესთან აბრაც გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც ამ ადგილას ზღვაში ბანაობა აკრძალულია, თუმცა, გაფრთხილებას მოქალაქეები არ ითვალისწინებენ.
პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.