For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.
იმერეთის რეგიონის სოფელ საღვინეში 72 წლის თამარ სხილაძე ცხოვრობს და მისი შემოსავლის წყაროც მესაქონლეობაა. ყოველ კვირა დღეს ბაზარში თავისი ნაშრომი მიაქვს და უკან საჭირო პროდუქტებით ბრუნდება.
თამარისთვის მარტოობასთან ერთად დიდ პრობლემას უტრანსპორტობაც წარმოადგენს. მთავარ გზამდე, საიდანაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს, 2 კილომეტრის გავლა უწევს, ხშირად დატვირთულს. წლებია, მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან, მაგრამ უშედეგოდ.
”სოფელში ყველაზე მშრომელი ქალები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, ბებია. წელიწადის ყველა დროს საქმეა, იქეთ ბოსტან-ყანა, აქეთ საქონელი. თუ არ იშრომე, არაფერია ისე... შვილიშვილებისა და შვილებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, ბებია ,“- ამბობს თამარი.
საქმესთან ერთად ფერად თავსაფარსა და წითელ მანიკიურსაც არ ივიწყებს, ინტერვიუს დროს ფუსფუსებს და საკუთარ ნაშრომსაც გვაზიარებს.
პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.