For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.
კულტურული ძეგლის მარცხენა მხარეს მდინარე ძირულა მოედინება, ხოლო მარჯვენა მხრიდან „შავ მდინარედ“ წოდებული ყვირილა. საბჭოთა კავშირის დროს უყურადღებოდ მიტოვებული ციხე-ქალაქის გალავანი ჩამოიშალა, გვირაბები კი ჩამოინგრა.
ადგილობრივი ახალგაზრდების თქმით, შორაპნის ციხე ერთადერთი რეკრეაციული სივრცეა, საიდანაც ხედით ტკბები და ისვენებ, იტვირთები, თუმცა, მოუვლელობით ნელ-ნელა ინგრევა.
კულტურული ღირებულების ძეგლის ფუნქციის შესანარჩუნებლად 2011 წელს ტაძარი აიგო. მიუხედავად ამისა, ტერიტორია კვლავ მოუვლელი და დანაგვიანებულია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ დავუჯერებთ, შორაპნის ციხე მალე გამოცოცხლდება და ტურისტულ ზონადაც მოეწყობა.
პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.