ოსური ღვეზელები
31 აგვისტო, 2020
ოსური ღვეზელები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მართალია, ოსურმა ღვეზელებმა საერთაშორისო ბრენდის ტიტული მოიპოვა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშიც შეხვდებით, მაგრამ ოსები თვლიან, რომ რასაც სამხრეთის ოსეთის ფარგლებს გარეთ აცხობენ, რთულია უწოდო ოსური ღვეზელი. მიზეზი ბევრია: ცომი, შიგთავსი, ზომა, მიწოდების ფორმა. ნებისმიერ ოსს, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, დაგემოვნებისას შეუძლია თქვას, როგორი ყველისგან არის მომზადებული ღვეზელი.

For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.

ცხინვალის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საცხობში ღვეზელების მომზადების საიდუმლოს გვიზიარებენ. ცომი ოთახის ტემპერატურის ფქვილისგან უნდა მოიზილოს, ასევე, საყურადღებოა ის ფაქტიც, თუ როგორ ცომს არის მიჩვეული მცხობელი, რბილს თუ უფრო მაგარს. პროცესი სპეციფიკურია და ტექნიკას საჭიროებს. ღვეზელს მაღალ ტემპერატურაზე აცხობენ, ამიტომ ჩვეულებრივი გაზქურები ნაკლებად გამოდგება, იდეალურია შეშის ღუმელი. ღვეზელს აუცილებლად უნდა წავუსვათ გამდნარი კარაქი, ზოგი იყენებს მზესუმზირის ზეთს, რის გამოც მომხმარებელს ძალიან სწრაფად კარგავს. თუ გავითვალისწინებთ მაღალ კონკურენციას, ცოტა თუ ბედავს ცხინვალში უხარისხო პროდუქციის გამოყენებას. ყველაზე მთავარი არის ყველი. საჭიროა, რომ ყველი მომზადებული იყოს მაჭიკით.

ოსური ღვეზელები

პოპულარულ საცხობში დღიურად 500-600 ღვეზელს ამზადებენ. როგორც წესი, სადილის დროს, ერთი ღვეზელი მიაქვთ ხოლმე, რომელიც 3-4 კაცს ჰყოფნის, იშვიათად ყიდულობენ სამს. მცხობელებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც 3 ღვეზელს უკვეთავენ. „ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად ლოცვას აღავლენენ, “- ამბობენ საცხობის თანამშრომლები.



პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary