„გასინჯე, ისეთი თაფლი როგორც აფხაზეთშია, არსად არაა. აქ სხვა ჰაერი, ბუნება და სილამაზეა“. მართლაც, რთულია მასპინძელს არ დაეთანხმო, გემოს ვერაფერს შეადარებ. მიყვება, რომ მეფუტკრეობა ჰობია, მიწა მერხეულში დიდიხნის წინ იყიდა, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთში, 90-იანების დასაწყისში.
For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.
„ომამადე აქ ქართველების ოჯახი ცხოვრობდა, შემდეგ წავიდნენ და დატოვეს ყელაფერი როგორც არის, სახლი ვიღაცამ დაიკავა, შემდეგ კი გაყიდა, მე მესამე თუ მეოთხე ვიყავი, ვინც ეს ნაკვეთი იყიდა... საცხოვრებლად გადმოსვლა არასდროს მიფიქრია, რადგან სახლი იმ ადამიანის საკუთრებაა, ვინც დატოვა. მესმის, რომ ჩემი აზრი არაპოპულარულია, მაგრამ ბევრი სახლია აფხაზეთში, რომელიც წყეული ომის შემდეგ მიტოვებულია. დიახ, მე ვიყიდე ეს ნაკვეთი, სადაც სახლიცაა, მაგრამ ის მე არ ამიშენებია, სხვა ადამიანს ეკუთვნის. აფხაზეთის მიწა კი ღვთისაა. არაფერს ვდარდობ, რადგან ღვთიური საქმით ვარ დაკავებული, ვმუშაობ, მეგობრებს თაფლით ვუმასპინძლდები, ცხოვრებით ვტკბები,“-აღიარებს მეფუტკრე.
ფუტკრები ჩემს ნაცობს მეგობრულად გარს ერტყმიან, ის კი სიფრთხილით ხის ჩარჩოებს თაფლით სავსე ფიჭით იღებს და ხელის მარტივი მოძრაობით სხვა ჩარჩოების გვერდით დებს. „ფუტკრები ძაღლები არ არიან, ისინი არ იკბინებიან, ნესტარს ასობენ. რომ იცოდეთ, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. და საერთოდაც, ფუტკრები კეთილი ქმნილებები არიან,“ - მეუბნება და თან მიღიმის მასპინძელი, სოფელი მერხეულიდან.
პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.