16 სექტემბერს, ფაბრიკაში, პროექტის "ფოტოისტორიები "რეგიონიდან""პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებს გაეცნო. ფოტოისტორიები სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანების, არსებული საინტერესო ადგილებისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ მომზადდა, მათ შორის: სოხუმში, გაგრაში, ახალ ათონში, ცხინვალში.
პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტომასალები ნათლად ასახავს ადგილობრივ პრობლემებს, მაცხოვრებლების ყოფა-ცხოვრებასა და ყოველდღიურობას. ფოტოჟურნალისტებმა საზოგადოებას საინტერესო და ზოგჯერ მივიწყებული პროფესიების ადამიანებიც წარუდგინეს, ყურადღების მიღმა რეგიონში მცხოვრები ქალების წინაშე არსებული გამოწვევაც არ დარჩენიათ.
ჟურნალისტებმა ახალგაზრდებისთვის კონკურსიც ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისთვის მნიშვნელოვან თემაზე ფოტოისტორია მოემზადებინა. კონკურსში 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო, გამარჯვებულები დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. კონკურსში კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა და ინტერესი.
"ფოტოისტორიები "რეგიონიდან"" ფრიდრიხ ებერტის ფონდმა და თავისუფალმა ასოციაციამ განახორციელეს.
მედია პროექტის შესახებ:
ფორმულა, დილა ფორმულაზე
ევრონიუს საქართველო, დილის გადაცემა
იმედი, ქრონიკა
რადიო იმედი, დილის გადაცემა
რუსთავი 2, სხვა შუადღე
ასევე, პროექტის შესახებ მასალები მოამზადეს: დილა მშვიდობისა - საქართველომ, რადიო პალიტრამ და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტომ.