ძველი აფხაზეთი - აფხაზები გასულ საუკუნეებში
25 მაისი, 2021
ძველი აფხაზეთი - აფხაზები გასულ საუკუნეებში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
For English scroll down

ფოტოგრაფიის განვითარებამ გასულ საუკუნეებში მცხოვრები ადამიანების ვიზუალური გამოსახულება შემოგვინახა და ისინი თანამედროვეთათვის უფრო ახლობელი და თვასლაჩინო გახადა.
საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცულია აფხაზეთის მოსახლეობის ფოტოები, რომლებიც XIX საუკუნის ბოლო და XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. ფოტოები გადაღებულია თბილისისა და სოხუმის ფოტო-ატელიებში, ასევე, ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის მიერ. მათზე ძირითადად საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლები არიან ასახული. ფოტოები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან XIX საუკუნის ბოლო და XX საუკუნის დასაწყისის აფხაზეთის მაცხოვრებლების - მათი გარეგნობის, ეროვნული სამოსის, სოციალური სტატუსის შესახებ.


აფხაზური ტიპაჟები


ფოტოებზე ჩანს, რომ მამაკაცები ატარებდნენ ახალუხს, ჩოხას, რომელიც შინნაქსოვი შალისგან იკერებოდა, ასევე, ეცვათ დავიწროებული შარვალი ქამარ-ხანჯლითა და ნაბადი. თავსაბურავად ყაბალახსა და ფაფახს ხმარობდნენ. ქალები იცვამდნენ გრძელ, წელში გამოყვანილ კაბას (ნაზა), რომელიც მკერდზე ლითონის შესაკრავებით იკვრებოდა. ქალის სამოსის აუცილებელი ატრიბუტი ქამარი და მოსახვევი იყო. გოგონები ატარებდნენ ასევე ნაჭრის კორსეტს (აილაკ) და მაღალქუსლიან ხის ქოშებს (აკაპკაპ).

მასალაში გამოყენებული ფოტოები დაცულია:

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ფოტომასალა განთავსებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში", ბმული: http://dspace.nplg.gov.ge/), ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


The development of photography has preserved the visual images of people living in previous centuries and made them closer and more intimate to the modern generations. Photographs of the humans in Abkhazia, dating to the late 19th and early 20th centuries, are preserved in Georgian archives. The photos were taken in photo studios of Tbilisi and Sukhumi, some of them by the famous photographer Dimitri Ermakov. They mainly reflect the upper strata of the society. The photos provide important information about the inhabitants of Abkhazia in the late nineteenth and early twentieth centuries - their appearance, their national clothes, social status…

The photos show the men wearing Akhalukhi, Chokha, which was prepared from homemade shawl, as well as, wearing skinny pants with a belt-dagger and Nabadi. Kabalakh and Papakhi were used as headscarves. The women wore a long, waist-length dress (Naza) that was fastened with metal fasteners on the chest. An essential attribute of women’s clothing was abelt and a curve. The girls also wore fabric corsets (Aylak) and high-heeled wooden shoes (Akapkap).

The photos used in the material are protected:

At the National Library of Parliament (photos are available at the National Library Digital Library "Iverieli", link: http://dspace.nplg.gov.ge/), at the National Archives and the National Center for Manuscripts.

The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary