თიხის ოსტატ ლევან გელოვნიშვილთან, სხვადასხვა ნაკეთობის შეძენის გარდა, თიხის ამოყვანის ტრადიციული ხელოვნების შესწავლაცაა შესაძლებელი. მოსწავლეები ამბობენ, რომ სახელოსნოში ბავშვობის ოცნებები ხდება.
ლევან გელოვნიშვილი პროფესიით ახალგაზრდობაშივე დაინტერესდა და უკვე 30 წელია თავის ენერგიასა და სიყვარულს საყვარელ საქმეს უძღვნის. თითოეულ ნამუშევარში საკუთარ სულსა და განწყობას დებს, რაც როგორც თავად გვიყვება, ნაკეთობაზეც აისახება.
კერამიკოსის რწმენით, ნეგატიური განწყობითა და უსიყვარულოდ შექმნილი ნაკეთობა, პროდუქტის შექმნის პროცესის რომელიმე საფეხურზე აუცილებლად გაფუჭდება. ოსტატის მამაც პროფესიით მხატვარ-კერამიკოსი იყო, თუმცა, თავად ამ სფეროში, ერთ დღეს, ოჯახის ნაცნობებისა და სხვა კერამიკოსების გარემოცვაში საერთო სუფრაზე მოხვედრის შემდეგ შეაბიჯა...
საქართველოში თიხის ამოყვანის ხელოვნება ქართული ტექნიკითა და თავისებურებებით გამოირჩევა, ნამუშევრებიც ნაზი და განსხვავებულია. ოსტატის დიდი სურვილია კერამიკის დარგის პოპულარიზაცია, ამიტომ სამომავლო გეგმებიც სწორედ მომავლის თაობას დაუკავშირა.
სახელოსნოში მოსწავლეები დღის ნებისმიერ დროს შემოგხვდებათ, ისინი სწავლის პროცესში ურთიერთობენ და საყვარელ ხელობაზეც საუბრობენ.
სახელოსნოს ერთ-ერთი მოსწავლე "ოტიას ეზოს" მასპინძელი ნუცა ცისკარიშვილია.
ნუცა წყალტუბოში დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მეუღლესთან, უმცროს ოტია იოსელიანთან ერთად ცხოვრობს. ისინი ქართველ თუ უცხოეულ სტუმრებს ნატურალური ღვინის მარანში ეპატიჟებიან და მწერლის ოჯახურ მეურნეობაში, დიდი სიყვარულითა და სითბოთი, ტრადიციული ტექნოლოგიებით მოყვანილ და მომზადებულ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მაღალხარისხოვან პროდუქტს სთავაზობენ. ნუცა თბილისში ჩამოსვლისას განტვირთვისთვის საყვარელ სახელოსნოს ხშირად სტუმრობს. თიხის ამოყვანის ხელოვნების ათვისება მისი ბავშვობის ოცნება იყო, ახლაც ახსოვს ჩარხზე მუშაობის პროცესის დანახვისას მიღებული ემოციები, ერთი პატარა თიხის გუნდისგან მრავალფეროვანი დახვეწილი თიხის ნაკეთობების შექმნა მასში ყოველთვის აღტაცებას იწვევდა. დიდი სურვილის მიუხედავად, საჭირო დროსა და საჭირო ადგილას აქამდე მაინც ვერ მოხვდა, თუმცა, საბოლოოდ ლევან გელოვნიშვილის დამსახურებით ბავშვობის ოცნება აიხდინა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, თუ როგორი შემოქმედებითი პროცესია კერამიკოსობა. ნუცა სახელოსნოში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას სამომავლოდ "ოტიას ეზოს" სტუმრებისთვისაც გეგმავს.
პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.
In addition to purchasing various products, it is also possible to study the traditional art of making clay with Levan Gelovnishvili, a master of clay. Students say childhood dreams come true in his workshop.
It was from the very young age, when Levan Gelovnishvili became interested in the profession and it has been already 30 years, he is dedicating his energy and love to his favorite work. In everything he does he puts his soul and mood. As he says, all his efforts are reflected in the workpiece.
The ceramicist believes, that a product created with a negative attitude and without love will definitely be spoiled at any stage of the creation process. His father was also an artist-ceramicist, however, Levan himself entered this field after attending at a common table surrounded by family friends and other ceramics ...
The art of clay extraction in Georgia is distinguished by Georgian technique and peculiarities, the products themselves are also delicate and different. The master has a great desire to popularize the field of ceramics, so he links his future plans to the younger generations.
One can meet students at the workshop at any time of the day. When talking with them, they would speak a lot about their favorite craft. One of the students of the workshop is Nutsa Tsiskarishvili, the hostess of "Otia Yard".
Nutsa lives in the house-museum of the prominent Georgian writer Otia Ioseliani in Tskaltubo with her husband- younger Otia Ioseliani. They invite Georgian and foreign guests to the natural wine cellar and offer various high-quality agricultural products grown and prepared in the writer's family farm, prepared with great love and warmth, using traditional technologies. Nutsa often visits her favorite workshop when she arrives in Tbilisi. Mastering the art of making clay was her childhood dream and she still remembers the emotions she received when she saw the process of working on the machine, creating a variety of exquisite pottery from one small clay. The process has always excited her. Despite Nutsa`s great desire, she could not get to the right time and the right place earlier, however, finally, thanks to Levan Gelovnishvili, she made her childhood dream true. What about the future plans, Nutsa is going to share her knowledge and experience gained in the workshop to the guests of "Otia Yard".
The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.
Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.