გალაკტიონი ცხინვალში
20 ივნისი, 2021
გალაკტიონი ცხინვალში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) არსებობის პერიოდში ხშირი იყო ცნობილ და სახალხოდ აღიარებულ მწერლებთან შეხვედრა. ამსახველი ფოტომასალა და მოგონება საქართველოს სიძველეთსაცავებსა და ბიბლიოთეკებშია დაცული, მათ შორის არის ცნობილი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის სტუმრობა ცხინვალში. იგი პირველად ცხინვალში, რომელსაც 1931-1961 წლებში სტალინირი ერქვა, 1932 წელს ჩასულა.

საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში დაცული ფოტოები 1952 და 1956 წლებში გალაკტიონ ტაბიძის ცხინვალში სტუმრობის კადრებს ასახავს. 1952 წელს, მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში ცხინვალს ქართველ მწერალთა ჯგუფი ესტუმრა, მათ შორის იყვნენ გალაკტიონ ტაბიძე და გიორგი (გოგლა) ლეონიძე, რომელთაც საზოგადოება განსაკუთრებული პატივისცემით დახვედრია. ქართველ და ოს მწერლებს, სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს ცნობილი ოსი პოეტისა და ოსური ლიტერატურის ფუძემდებლის კოსტა ხეთაგუროვის ძეგლთან ფოტოები გადაუღიათ.

1956 წლის 20-21 აპრილს, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები მათი პროფესორის, ალექსანდრე ღლონტის დახმარებით გალაკტიონს შეხვდნენ.

გალაკტიონი ცხინვალში

ოფიციალური შეხვედრა არაფორმალურადაც გაგრძელდა. საღამოს ესწრებოდნენ სტუდენტებიც: ირაკლი გურული, იულია ბესტაევა, მარო მამისაშვილი, გრიშა გობოზოვი, ანა სუდაძე, მერი ცხოვრებოვა, ციალა ყავლაშვილი, ვალოდია ვალიშვილი და სხვა. ერთ-ერთი სტუდენტი გივი ლიახვისპირელი იგონებს: "ბანკეტის მოწყობა გალაკტიონმა ოჯახში ირჩია. და იგი ჩვენი თანაკურსელის ციალა დურგლიშვილი-კულიჯანოვას ბინაზე მოეწყო. ქალაქში პოპულარული ხელოსნისა და პურმარილით განთქმული აბგარ კულიჯანოვის ოჯახმა შესანიშნავი მასპინძლობა გაგვიწია... ლხინი მალე დიდ ექსტაზში შევიდა და ჩვენ, სტუდენტები, გავუთამამდით დიდ პოეტს".

გალაკტიონი ცხინვალში ბოლოს 1956 წლის ზაფხულში იმყოფებოდა, მას ოს პოეტებთან ერთად სტალინის ძეგლთან ფოტოც გადაუღია.


მასალაში გამოყენებული ფოტოები დაცულია:

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ფოტომასალა განთავსებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში", ბმული: http://dspace.nplg.gov.ge/), ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.

პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


It was very often when well-known and prominent writers were meeting the population in the Union of Soviet Socialist Republics (USSR). Photographs and memoirs are preserved in the antiquities and libraries of Georgia, including the visit of the famous Georgian poet Galaktion Tabidze to Tskhinvali. It was in 1932, when Galaktioni for the first time arrived in Tskhinvali, a city called Staliniri in 1931-1961.

The photographs kept in the Giorgi Leonidze Museum of Literature of Georgia show pictures of Galaktion Tabidze visiting Tskhinvali in 1952 and 1956. In late May or early June, 1952 a group of Georgian writers visited Tskhinvali. There were also Galaktion Tabidze and Giorgi (Gogla) Leonidze. The local population greeted Georgian poets with special respect. Georgian and Ossetian writers, students and intellectuals took photos at the monument to the famous Ossetian poet and founder of Ossetian literature Kosta Khetagurov.

On April 20-21, 1956, fourth-year students of the Faculty of Georgian Language and Literature of the State Pedagogical Institute of the former South Ossetian Autonomous District met with Galaktion with the help of their professor, Alexander Glonti. The official meeting had some informal continuation. Students: Irakli Guruli, Yulia Bestaeva, Maro Mamisashvili, Grisha Gobozov, Ana Sudadze, Meri Tskhovrebova, Tsiala Kavlashvili, Valodia Valishvili and others also attended the event. One of the students, Givi Liakhvispireli, recollects: “Galaktion decided to organize a banquet in the family. And it was arranged at the apartment of our classmate Tsiala Durglishvili-Kulijanova. The family of Abgar Kulijanov, who was a popular artist and famous with his hospitality in the city, hosted us outstandingly ... Soon the fiesta fell into a great ecstasy and we, the students, got free and easy with the great poet. "

It was in summer, 1956 when Galaktioni visited Tskhinvali for the last time. In those days with Ossetian poets he was photographed at the monument of Josef Stalin
.

The photos used in the material are protected:

At the National Library of Parliament (photos are available at the National Library Digital Library "Iverieli", link: http://dspace.nplg.gov.ge/), at the State Museum of Georgian Literature.

The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary