"მოჩვენებათა ქალაქები"
29 ივლისი, 2021
"მოჩვენებათა ქალაქები" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მიტოვებული ქალაქის ტიპის დასახლება აკარმარა აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ტყვარჩელის რაიონში, მდებარეობს. ასეთივე მდგომარეობაშია: ჯანტუხა, მეხუთე შახტი, ხარჩილავა... ხალხი ამ ადგილებს "მოჩვენებათა ქალაქებს" ეძახის, რადგან სულ 200-მდე ადამიანი თუ ცხოვრობს. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა დროს 15 000 ადამიანი ცხოვრობდა. ძირითადად, ეს ადამიანები ადგილობივ მაღაროებში მუშაობდნენ, რომლებიც ასევე მიტოვებულია.

მაცხოვრებლებმა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში, სახლები დატოვეს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კონფლიქტმა მათი სახლები არ დააზიანა, ქალაქები უვნებელი გადარჩა. სახლების დიდი ნაწლი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მაროდიორებმა გაძარცვეს, დრომ კი თავისი საქმე გააკეთა და ოდესღაც საბჭოთა მყარი შენობები ყოელწლიურად იშლებოდა. ბევრ სახლში ხეები იზრდება.

თუ ერთ სახლში ორი ადამიანი ცხოვრობს, მჭიდროდ დასახლებულად ითვლება. 5-სართულიანი შენობის პირველ სართულზე შეიძლება ბეღელი იყოს, მეორეზე ღვინისა და ყველის დასამზადებელი ოთახი. ეს ყველაფერი კი შეიძლება ერთი ოჯახის საკუთრება იყოს. სახლის მახლობლად პატარა ბოსტანი და სკებია. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს არასრულფსოვნების განცდა არ აქვთ.

მიტოვებული ქალაქები

"50 წელზე მეტია, რაც აქ ვცხოვრობ, აქ დავიბადე. სად წავიდე? ჩემი შვილი საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად, ზოგჯერ ჩამოდის. მთხოვს საცხოვრებლად მასთან გადავიდე. აქაურობას მივეჩვიე, ყველაფერი მაქვს," - გვიყვება აკარმარას მაცხოვრებელი.

საცხოვრებელ სახლთან საბავშო სპორტულ მოედანია. ადგილობრივი ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ, ნანგრევების ფონზე. მათთვის ეს დიდიხანია ნორმალური მდგომარეობაა. უნდა აღვნიშნოთ თვალწარმტაცი ბუნება და მთები. ადგილობრივი ბავშვები აქაც ისეთები არიან როგორც ყველგან, თუმცა, მათში მაინც არის რაღაც განსაკუთრებული.

პროექტს "ფოტოისტორიები "რეგიონიდან"" თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


Abandoned city-type settlement Akarmara is located in the Tkvarcheli district of the eastern part of Abkhazia. It is not alone, which look this way, Jantukha, the Fifth Mine, Kharchilava are all in the same condition... "Ghost Towns"-this is how people call the places. They call because there are about 200 people living there. For comparison, it should be noted that 15,000 people lived in the settlements in Soviet times. Mostly, these people worked in local mines, which are now also abandoned.


Residents fled their homes in the early 1990s after the Georgian-Abkhazian armed conflict. The most interesting thing is that the conflict did not damage their homes, the towns survived unscathed. A large part of the houses were looted. Time passed and did its job, once the Soviet solid buildings were collapsing year by year, trees grow in many of them.


If two people live here in one house, it is considered to be densely populated. The first floor of a 5-storey building can be a barn, the second floor like a wine and cheese making room. It can all be owned by one family. There is a small vegetable garden and beehives near the house. It should be noted that local residents do not have a sense of inferiority.


"I have been living here for more than 50 years, I was born here. Where should I go? My son moved to France, sometimes arriving. He asks me to move in with him. I got used to being here, I have everything, ”-said a resident of Akarmara.

There is a children's playground near his house. Local children play football at the backdrop of the ruins. For them, this has long been normal. But the beaty of nature should also be noted, the picturesque places and mountains everywhere. Local kids here are the same as everywhere, however, there is still something very special about them…


The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary