საბჭოთა ტერორს შეწირული სიყვარულის ამბავი
05 აგვისტო, 2021
საბჭოთა ტერორს შეწირული სიყვარულის ამბავი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ასტამურ საათ-ბეის ძე ინალ-იფა თავისი ეპოქისთვის გამორჩეული და კოლორიტული ფიგურა იყო. 1909 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა. მას თავად გიორგი ჩიჩუას ერთადერთი ქალიშვილი ნინო (ნუცა) ჩიჩუა შეუყვარდა. სასიმამრო ცნობილი ქველმოქედი, საზოგადო საქმიანობაში აქტიურად ჩართული და ავტორიტეტული პიროვნება იყო. გიორგი ჩიჩუას დედა ანჩაბაძეთა საგვარეულოს მიეკუთვნებოდა, ამიტომ მას აფხაზეთში დიდი სანათესაო ჰყოლია. ასტამურ ინალ-იფამ ნუცას ხელის მთხოვნელად გიორგი ჩიჩუას ალექსანდრე და ივანე შარვაშიძეები აახლა. 

ნუცას და ასტამურის ქორწილი სოფელ უფალკარში (ახალი სენაკი) ტრადიციისამებრ რამდენიმე დღე გრძელდებოდა. ხალხში ამბობდნენ, რომ სადღესასწაულო სუფრისთვის 100 ხარი დაიკლა. სიძემ დედოფალს ულამაზესი სამკაული აჩუქა. დიდხანს ახსოვდათ ნუცა ჩიჩუას და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ ქორწილში შესრულებული ლეკური და ნუცას მიერ არაჩვეულებრივად ნამღერი რუსული და ბოშური რომანსები.


სამწუხაროდ, ასტამურ ინალ-იფასა და ნუცა ჩიჩუას ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა მასობრივი რეპრესიები დაიწყეს. საბჭოთა ხეისუფლებამ 1924 წელს, ბათუმში, ასტამურ ინალ-იფა დახვრიტა. მისი ნაწამები ცხედარი ნაწილებად დაჭრილი, გაყინული თევზის კასრში მოათავსეს და სიცოცხლის რისკის ფასად გუჯუჯ მარღანიამ, დავით მხეიძემ და ვარლამ ჩიქოვანმა ოჩამჩირეში გადაასვენეს, სადაც საგვარეულო საძვალეში დაკრძალეს. იმავე წელს, მგლოვიარე ნუცა ჩიჩუას აფხაზეთის იძულებით დატოვება მოუწია. მან მეუღლის მიერ ქორწილში მორთმეული სამკაული შავი ზღვის ტალღებს გაატანა. 1924 წელს 86 წლის გიორგი ჩიჩუაც დახვრიტეს.

წყარო: პაატა ქურდოვანიძე, "ქართულ-აფხაზური ალბომი", 2008 წ.

იხილეთ ფოტოგალერეა

freea


Inal-Ipa the son of Astamur Saat-bey was a distinctive and prominent person in his epoch. From 1909 he became a full member of the Sokhumi branch of the Georgian Literacy Society. He fell in love with the only daughter of noble George Chichua, Nino (Nutsa) Chichua (1889-1975). The future father in law was a prominent philanthropist, actively involved in public activities and an authoritative person. Giorgi Chichua's mother belonged to the Anchabadze family, so she had a big extended family in Abkhazia. When Astamur Inal-Ipa went to Giorgi Chachua to propose Nutsa, he was accompanies by Alexander and Ivane Sharvashidzes. They say that the Nobleman then said: "I can not upset the Abkhazian kinship even for the sake of my Nutsa."

The wedding of Nutsa and Astamuri in the village of Uplkari (New Senaki) traditionally lasted several days. They said that 100 bulls were slaughtered for the festive table. The son-in-law presented the bride with beautiful jewelry. It was long remembered the Russian and gypsy romances performed by Nutsa Chichua and Kakucha Cholokashvili at the wedding.

Unfortunately, the happiness of Astamur Inal-Ifa and Nutsa Chichua did not last long. In February-March 1921, after the occupation of the Democratic Republic of Georgia, the Bolsheviks who came to power began mass repressions. Soviet authorities shot Astamur Inal-ifa in Batumi in 1924. His tortured body was placed in a frozen fish barrel. Later at the risk of their life Gujuj Margania, Davit Mkheidze and Varlam Chikovani took his fragmented corpse to Ochamchire, where he was buried in an ancestral crypt. In the same year, the mourning Nutsa Chichua was forced to leave Abkhazia. Before leaving her home, she wasted her jewelry gifted by her husband at the wedding to the waves of the Black Sea. After a while, in 1924, 86-year-old Giorgi Chichua was also shot.

 

Source: Paata Kurdovanidze, “Georgia-Abkhazian Album” 2008.

The photos used in the material are protected:

At the National Library of Parliament (photos are available at the National Library Digital Library "Iverieli", link: http://dspace.nplg.gov.ge/).

The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary