რატომ იზიდავდა აფხაზეთი ტურისტებს?
15 აგვისტო, 2021
რატომ იზიდავდა აფხაზეთი ტურისტებს? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ულამაზესი ბუნება, თბილი კლიმატი, ქვიშნიანი სანაპირო, მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთს გამორჩეულ და განსაკუთრებულ ადგილად აქცევს. აქ XIX საუკუნის ბოლოდან საკურორტო და დასასვენებელი სასტუმროებისა და პარკების აშენება დაიწყო. მათ შორის, პირველი იყო რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I-ის დის შვილიშვილის პრინც კონსტანტინე ოლდენბურის მიერ გაგრაში აშენებული სასტუმრო და რესტორანი "გაგრიფში" (აფხაზურად "გაგრიპში"). საათი, რომელიც მის ღირსესანიშნაობად ითვლება, ნორვეგიიდან ჩამოუტანიათ. ამავე პერიოდში, სასტუმროსა და რესტორნის გარდა  სანაპიროზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური ხეები დარგეს და პარკი გააშენს. 1911 წლიდან გაგრას ელიტარული კურორტის სტატუსი ჰქონდა, იქ დასასვენებლად გერმანელი ტურისტებიც ჩადიოდნენ.

რატომ იზიდავდა აფხაზეთი ტურისტებს?

აფხაზეთში საბჭოთა კავშირის პერიოდში განვითარდა ტურიზმი. საკურორტო და დასასვენებელი ადგილებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა სოხუმი, გაგრა, პიცუნდა, გუდაუთა და ახალი ათონი. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება ახალი, უფრო დიდი სასტუმროებისა და კურორტების მშენებლობა. მათ შორისაა, სოხუმის სამი ქუჩისა და სანაპირო ზოლის კვეთაზე მდგარი სასტუმრო "აფხაზეთი", რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა ვლადიმირ შუკომ დააპროექტა. თავდაპირველად სასტუმრო რამდენიმე შენობისგან შედგებოდა, რომელსაც ჰქონდა აუზი, სასადილო და კაფე. 1985 წელს სასტუმრო "აფხაზეთი" დაიწვა. არქიტექტურითა და ადგილმდებარეობით გამოირჩეოდა რიწის ტბაზე მდებარე სასტუმრო და რესტორანი.

აფხაზეთში შენდებოდა დასასვენებელი პარკებიც. მაგალითად, დამსვენებელთა დიდ ყურადღებას იქცევდა გაგრის ზღვისპირა პარკი და შესასვლელი კოლონადა, ასევე, ახალი ათონის კულტურისა და დასვენების პარკი და პარკში გაშენებული სიყვარულის ტალავერი, სადაც მნახველები სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ. დღეს ბევრ საოჯახო ალბომში  ამ ადგილებში გადაღებულ ფოტოებსაც შეხვდებით.


მასალაში გამოყენებული ფოტოები დაცულია:

საქართველოს ეროვნულ არქივში.

პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.



Breathtaking nature, warm climate, sandy beaches, and diverse cultural heritage-all this makes Abkhazia a distinctive, special place.


The construction of resort and leisure hotels and parks began here at the end of the XIX century. The first of these was the Gagrif Hotel and Restaurant, built in Gagra by Prince Constantine Oldenburgh, the grandson of Russian Emperor Alexander I`s sister. The famous clock of the hotel, which is considered to be its landmark, was brought from Norway. In addition to the hotel and restaurant, a park was built on the beach at the same time, where exotic trees were brought from all over the world. Since 1911, Gagra has had the status of an elite resort, where German tourists also arrived for holidays.


Tourism developed in Abkhazia during the Soviet era. Sokhumi, Gagra, Pitsunda, Gudauta and New Athos were especially distinguished for resort and leisure purposes. Construction of new, larger hotels and resorts began in the 1930s. Among them is the hotel "Abkhazia", located at the intersection of three streets and the coastline of Sokhumi, designed by the famous architect Vladimir Shuko. Initially the hotel consisted of several buildings which had a swimming pool, a dining room and a café. In 1985, the hotel "Abkhazia" burned down.

The hotel and restaurant on Lake Ritsi were distinguished by their architecture and location.


Amusement parks were also being built in Abkhazia, such as the Gagra Seaside Park and the entrance colonnade, as well as the New Athos Culture and Recreation Park with its love tower, where visitors could take memorable photos. You will find photos taken in these places in many family albums today.

The photos used in the material are protected:

At the National Archives.

The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary