ხალხური საკრავები სამეგრელოში და ახალგაზრდები
30 სექტემბერი, 2021
ხალხური საკრავები სამეგრელოში და ახალგაზრდები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ლარჭემი იმ კოლხურ, ხალხურ საკრავთაგან ერთ-ერთია, რომელიც დღევანდელი ყოფიდან თითქმის გამქრალია. საკრავი სათავეს უძველესი პერიოდიდან იღებს, როდესაც ჯერ კიდევ პირველი საკრავები იქმნებოდა და მასზე ძირითადად, სხვადასხვა მწყემსური მელოდია სრულდებოდა. საკრავზე უკრავდნენ ქორწილებსა თუ სხვადასხვა დღესასწაულზეც.
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო საკრავის სამი ვარიაცია - 3, 5 და 6-ღერიანი ლარჭემი. თითოეულ ამ ღერს (მილს) საკუთარი სახელი ჰქონდა (მეჭიფაშე", "მაჭყაფალი", "მაღალი", "მაბანე" და "მეშხუაშე"). ეს სახელწოდებები სიმღერების ხმების სახელწოდებებია და ბგერის რეგისტრულ მდებარეობას გამოხატავდა.

საკრავი ლერწმისმაგვარი მცენარისგან მზადდება, რომელიც სამეგრელოში, ყვირას მთის მისადგომებთან იზრდება. მის მოსაჭრელად წელიწადის ერთი კონკრეტული დრო არსებობს, რადგან უფრო ადრე ან გვიან მოჭრილი მცენარისგან დამზადებულ საკრავს კარგი ხმა არ ექნება. საკრავი ზემოთ ღიაა, სადაც შემსრულებელი ჩაბერავს, ქვედა ბოლოები კი წაკვეთილია. ღეროების განლაგება მკაცრადაა რეგულირებული და მსოფლიოში ცნობილ მრავალღერიან საკრავთა შორის ანალოგი არ მოეძებნება.

სამეგრელოში არსებობდა მელარჭემეთა შეჯიბრების წესი - ნირზი (ნიძლავი), რომლის დროსაც ორი მელარჭემე ექვსღერიან ლარჭემს შუაზე ჰყოფდა და ერთმანეთს გამძლეობასა და ოსტატურად შესრულებაში ეპაექრებოდა.

18 წლის შაკო გორდულავა ერთ-ერთია იმ ახალგაზრდათაგან, რომლებიც ამ საკრავის აღდგენასა და პოპულარიზაციაზე მუშაობენ.

My Page

მომავალი ექიმი შვიდ სხვადასხვა საკრავზე უკრავს და მღერის. თავისუფალ დროს ის მუსიკითაა გატაცებული და სწორედ ამან გამოიწვია მისი ლარჭემით დაინტერესებაც. გასულ წელს მან თავის მეგობრებთან ერთად ყვირას მთაზე ვიზიტი დაგეგმა, საიდანაც მცენარე ლარჭემი ჩამოიტანა და საკრავის ოსტატებთან, მზევარ და ჯუმბერ ქუხილავებთან ერთად სამღერიანი, ხუთღერიანი და ექვსღერიანი ლარჭემები დაამზადა.

ახალგაზრდა შემოქმედის თქმით, ამ მიზნით ყვირას მთაზე ვიზიტი წელსაც იგეგმება.


პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


The lartchemi is one of the Colchian, folk instruments that has almost disappeared from its present existence. The instrument dates back to ancient times, when the very first instruments were made. various pastoral melodies were performed on Lartchemi. They played the instrument at weddings or on various holidays. It was played during the weddings or other events. There were three variations of the instrument in western Georgia - 3, 5 and 6-stringed Larchemi. Each of these strings (pipes) had its own name (Mechipashe "," Machkhafali "," High "," Mabane " and "Meshkhuashe "). These are the names of the sounds of songs and expressed the registered location of the sound.

The instrument is made of a cane-like plant, which grows in Samegrelo, near Kvira mountain approaches. There is one specific time of year to cut it, because an instrument made from a plant cut sooner or later will not have a good sound. The instrument is open at the top, where the performer blows, and the lower ends are cut. The layout of the rods is strictly regulated and no analogue can be found among the world famous multi-track instruments.

In Samegrelo, there was a tradition of Larchemi players` competition - Nirzi (bet), during which two players divided the six-song Lartchemi in the middle and competed with each other in endurance and skillful performance.

18-year-old Shako Gordulava is one of the young people working on the restoration and popularization of this instrument. The future doctor performs seven different instruments. In his free time he is obsessed with music and this is what aroused his interest in Lartchemi. Last year, he and his friends planned a trip to Mount Khvira, from where he brought the plant and made three, five, and six string Lartchemis along with instrument masters, Mzevar and Jumber Kukhilaves.

According to the young creator, a visit to Kvira Mountain is planned for this year as well.



The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary