დიდი ლიახვის ხეობაში ტყით დაფარულ მთებს შორის კურორტი ჯავა მდებარეობს. ეს არის მუხის, წიფლის, ნაძვის, ფიჭვის, სოჭის ტყეებითა და მინერალური წყლებით მდიდარი მხარე. საბჭოთა კავშირის დროს ჯავა, იგივე ძაუ-სუარ (ძაუ მინერალური წყლის გამოსავალ ადგილს ნიშნავს, ხოლო სუარ – მარილიანს) რეგიონში ცნობილი ბალნეო-მთისკლიმატური კურორტი იყო.
მინერალური წყლების სასარგებლო თვისებებით ადგილობრივი მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდა. 1927 წელს მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად მისი სარგებლიანობის დადასტურების შემდეგ, ორი სანატორიუმი აშენდა, ერთი ბავშვთა სანატორიუმი, დასასვენებელი სახლები და მოსწავლეთა ბანაკები.
მინერალურ წყალს იყენებენ, როგორც დასალევად ასევე, სამკურნალო აბაზანებისთვის.
ჯავაში ცნობილი ენათმეცნიერი აკაკი შანიძეც ისვენებდა.
მშვენიერი ბუნების, კლიმატისა და სამკურნალო მინერალური წყლების გარდა ტერიტორიაზე კულტურული ძეგლებიც არის. სოფელ ერმანში, რომელიც რეგიონის ყველაზე მაღალმთიანი ადგილია (ზღვის დონიდან 2000 მ.), რამდენიმე თავდაცვითი დანიშნულების კოშკია შემორჩენილი.
მასალაში გამოყენებული ფოტოები დაცულია:
საქართველოს ეროვნულ არქივში.
პროექტს "ფოტოისტორიები "რეგიონიდან"" თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
Resort Java is located among the forested mountains in Didi Liakhvi Valley. Rich in oak, beech, spruce, pine, fir forests and mineral waters during the Soviet era, Java, the same Dzau-suar (Dzau means mineral water source, and Suar-salted) was a famous balneotherapeutic-mountain climate resort in the region. The local population for centuries has benefited from the mineral waters of the mountains. In 1927, after scientific research was conducted two sanatoriums were built here, among them one for children. There were also arranged holiday homes and student camps. Mineral waters of Java is still used for drinking as well as for healing baths. Famous linguist Akaki Shanidze also had holidays in the resort.
In addition to the beautiful nature, climate and healing mineral waters, there are also cultural monuments in the territory of Java. In the village of Erman, which is the highest mountain in the region (2000 m above sea level), there were several defensive towers built.
The photos used in the material are protected:
At the National Archives.
The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.
Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.