ლიტერატურული საღამოები აფხაზეთში
18 ოქტომბერი, 2021
ლიტერატურული საღამოები აფხაზეთში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს მწერალთა კავშირს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ისევე, როგორც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ქუთაისსა და გორში ჰქონდა ადგილობრივი მწერალთა ორგანიზაციები. თბილისში მწერალთა კავშირთან არსებობდა აფხაზური და ოსური ლიტერატურის საბჭოები. მწერალთა კავშირის ეგიდით აფხაზურ ენაზე გამოდიოდა ჟურნალი „ალაშარა“, ხოლო ოსურ ენაზე „ფიდიუაგ“.
ხშირად ტარდებოდა პოეტური და ლიტერატურული საღამოები, მათ შორის საბჭოთა ლიტერატურის, ქართული ლიტერატურისა და აფხაზური ლიტერატურის დღეები, რომლის ფარგლებშიც ქართველი და აფხაზი მწერლები იკრიბებოდნენ და ლიტერატურულ საღამოებს ატარებდნენ.

საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში აფხაზეთში ჩატარებული სხვადასხვა ლიტერატურული შეხვედრისა და საღამოს ამსახველი არაერთი ფოტო ინახება. ფოტოებზე აღბეჭდილნი არიან ცნობილი ქართველი და აფხაზი მწერლები და ლიტერატურათმცოდნეები: ივანე თარბა, შალვა ინალ-იფა, ბაგრატ შინქუბა, გიორგი გუბლია, გურამ ასათიანი, ნოდარ დუმბაძე, შოთა აკობია, მორის ფოცხიშვილი, ალექსანდრე ალექსიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი.

My Page

ქართველი და აფხაზი მწერლები ფოტოებს აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელის, აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას (აფხ. Дырмит Гәлиа) ძეგლთან იღებდნენ.


მასალაში გამოყენებული ფოტოები დაცულია:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.

პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

The Georgian Writers Union had local writers' organizations in the Autonomous Republic of Abkhazia, as well as in the Autonomous District of South Ossetia, Kutaisi and Gori. There were councils of Abkhazian and Ossetian literature in the Writers' Union of Tbilisi. The magazine called "Alashara" was published in Abkhazian language under the auspices of the Writers' Union, and "Fidiuag" were published in Ossetian in the same manner.

Poetry and literary evenings were often held, including the Days of Soviet Literature, Georgian Literature, and Abkhazian Literature, during which Georgian and Abkhazian writers would gather and hold literary events together.

The Giorgi Leonidze Museum of Literature of Georgia holds a number of photos depicting various literary meetings and events held in Abkhazia. Famous Georgian and Abkhazian writers and literary critics are reflected there, among them: Ivane Tarba, Shalva Inal-Ifa (Abkhazian: Шьалуа Иналиҧа), Bagrat Shinkuba (Abkhazian: Баграт Шьынқәба), Giorgi Gublia, Guram Asatiani, Nodar Dumbadze, Shota Akobia, Moris Potskhishvili, Alexander Aleksidze, Jansug Charkviani.

Georgian and Abkhazian writers took photos at the monument to the founder of Abkhazian literature, the People's Poet of Abkhazia Dimitri Gulia (Abkhazian: Дырмит Гәлиа).


The photos used in the material are protected:

at the State Museum of Georgian Literature.

The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary