კოვიდ ვითარება აფაზეთში მძიმდება. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ინფიცირების საშუალო ყოველდღიური მაჩვენებელი იზრდება. სტაციონარში დაახლოებით 300 პაციენტს მკურნალობენ. რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინფიცირებულთა 80-90% დელტა შტამით არის დაავადებული. ასევე, ინდური და ბრიტანული შტამით ინფიცირების შემთხვევებიც არის. კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 29 821-ია, გამოჯანმრთელებულთა - 24 608, გარდაცვლილები - 431.
აფხაზეთში ვითარების გართულების გამო სოციალური ღონისძიებები აკრძალულია, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ასევე, იკრძალება სპორტული ღონისძიებების გამართვა, სპორტული ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის ფიტნესცენტრების, სატრენაჟორო დარბაზებისა და აუზების მუშაობა, გამონაკლისია მხოლოდ ის სპორტული ობიექტები, რომლებიც სასტუმროშია განთავსებული.
შეიზღუდა კულტურული დაწესებულებების მუშაობაც: თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, კულტურული ცენტრების, კულტურის სახლების, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზების.
ზემოჩამოთვლილის გარდა უნიღბო მგზავრების გადაყვანაც შეიზღუდა. დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი რუსული ვაქცინით ("სპუტნიკ ლაითი", "სპუტნიკ ვი") აიცრა.
საკოორდინაციო შტაბმა რეგულაციები გააფართოვა, სასკოლო არდადეგების გახანგრძლივების წინადადება წარმოადგინეს, რომელიც ერთი კვირის შემდეგ იწყება. განათლების სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, კოვიდი 85 მასწავლებელსა და 252 მოსწავლეს დაუდასტურდა.
პროექტს "ფოტოისტორიები "რეგიონიდან"" თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.
The epidemiological situation in Abkhazia is deteriorating. According to the Coordinating Council, the average daily rate of infection is increasing. About 300 patients are treated in the hospitals at the moment. As to the Ministry of Health of the Republic reports, 80-90% of those patients are infected with Delta strain. There are also cases of Indian and British strain infections. The total number of people infected with coronavirus is 29,821, the number of recovered amounts 24,608, the fatalities number 431.
Due to the complicated situation in Abkhazia, social events are prohibited both indoors and outdoors. Also, it is forbidden to hold sports events, the operation of sports facilities, including the work of fitness centers, gyms and swimming pools, with the exception of those sports facilities that are located in the hotels.
The work of cultural institutions was also restricted: theaters, museums, libraries, cultural centers, houses of culture, concert and exhibition halls are closed.
In addition to the above, the transportation of unmasked passengers was also restricted. What about the vaccination process, about 10,000 people were vaccinated with the Russian vaccine (Sputnik Light, Sputnik V).
The Coordination Headquarters has expanded regulations, proposing an extension of the school holidays, which starts a week later. As for the official data of the Ministry of Education, Covid was confirmed to 85 teachers and 252 students.
The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.
Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.