ერევნელი ტინეიჯერების საყვარელი ადგილი
27 მაისი, 2022
ერევნელი ტინეიჯერების საყვარელი ადგილი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გასულ წელს, ერევნის ცენტრალურ ქუჩაზე სომხეთის პირველი სკეიტ პარკი გაიხსნა. სკეიტბორდისტებისთვის ეს ახალ გასართობ ადგილად იქცა. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ამ პარკის გახნის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ერევანში უამრავი ახალგაზრდაა, რომლებიც სპორტის ამ სახეობით არიან გატაცებულნი. მეტიც, 2016 წლიდან სომხეთში სკეიტბორდის ფედერაციაც მუშაობს. იმ პროფესიონალებს, რომლებიც აქამდე სხვადასხვა პარკში ვარჯიშობდნენ, ახლა აქ შეხვდებით. ასე რომ, ეს პარკი ტინეიჯერების ყველაზე საყვარელ ადგილად იქცა. აქ ვის არ ნახავთ სკეიტით, დაწყებული მცირეწლოვანი ბავშვებიდან დამთავრებული 50 წლის მოყვარულებით. აშაკარაა, აქამდე იმიტომ ვერ ვაცნობიერებდი, თუ როგორ უყვარდათ სომხეთში სკეიტბორდი, რომ შესაბამისი ადგილი არ არსებობდა, სადაც ამ ყველაფერს ვნახავდი.

სკეიტბორდი

სომხეთში სპორტული ცხოვრება უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მსგავსი ადგილები კი მოტივაციას მისცემს ბევრს, რომ უფრო ჯანსაღი ცხოვრების სტილი აირჩიონ.

სწორედ ამ პარკში მიამბეს, რომ თურმე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სკეიტბორდინგი სპორტის ოლიმპიურ სახეობად აღიარა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სკეიტბორდინგი ოფიციალურ პროგრამაშიც იყო. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი კიდევ უფრო გაზრდის ამ სპორტისადმი ინტერესს მთელს მსოფლიოში და მათ შორის, სომხეთშიც. ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის, როგორ განიხილავენ ტინეიჯერები სკეიტბორდისტების მიღწევებს ოლიმპიადაზე. მეტიც, ისინი ცდილობენ მათი მანევრები გაიმეორონ. ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, ეს პარკი არის ადგილი, სადაც ახლა მომავალი სპორტსმენები ვარჯიშობენ.



Armenia’s first skate park opened last year in one of the most popular parks of Yerevan- city downtown. The skateboarding spot in Armenia turned into a new perspective for the skateboarders. To tell the truth, it was only after the opening that I discovered that Yerevan is full of youngsters interested in skateboarding. Moreover, we have Skateboarding Federation in Armenia since 2016. Professionals practicing in different parks that are not accommodated for skating, have finally moved here, thus it has become one of the most beloved places for teenagers. Everyone is here: from toddlers on kick scooters to 50-year-old skaters. Obviously, I have never noticed so many people fond of skateboarding just because there was no convenient place.

As a nation which is just starting to go for sports more and more, new places and new types of sports can motivate people to diversify their activities and have a healthier lifestyle.

It is in this park that I happened to learn that the International Olympic Committee recognized skateboarding as an Olympic sport and included it in the program of the Summer Olympics in Tokyo. Now that skateboarding is considered as an Olympic sport, it might even more popularity globally, and in Armenia as well. Recently I overheard teenagers discussing the Olympic achievements of the skaters trying to imitate their moves. So, the skateboarding park may become the platform where the future athletes are trained.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary