ელდარი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ახალციხის უმატარებლო რკინიგზის დაცულ გადასასვლელს დარაჯობს. ფერგახუნებულ სამორიგეო ჯიხურში ერთი სკამი, მაგიდა, პირველადი დახმარების ყუთი და ორი ტელეფონია.
მატარებლის მოლოდინში აქ ელდარი დღე-ღამეში 12 საათს ატარებს. სამუშაო დღე ჯიხურის მიმდებარე ლიანდაგების შემოწმებით იწყება, დარჩენილი დრო კი ტელეფონის ზარის ლოდინში, რომელიც ალბათ, არც დღეს დარეკავს.
2010 წლის შემდეგ აქ სამგზავრო მატარებელს აღარ გაუვლია. ტვირთების გადაზიდვაც ბოლო წლების განმავლობაში შეჩერდა. მხოლოდ სამხედრო ტვირთი თუ გაივლის, ისიც იშვიათად. ელდარი იხსენებს, რომ ოდესღაც აქაური მაცხოვრებლებისთვის რკინიგზა ერთ-ერთი ხელსაყრელი ტრანსპორტი იყო. დღეს კი აქ თითქმის აღარავის სჯერა, რომ თბილისი-ვალეს რკინიგზა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
Eldar is one of those, who guards Akhaltikhe railway cross, though the trains never go on those rails. In the faded sentry-box there is a chair, table, emergency box and two telephones. Eldar spends here 12 hours a day, waiting for a train. The working hours start with checking the railroad, and after that he is waiting for a phone call, presumably that will ring neither today.
Since 2010 trains have not passed the road. Cargo transfer was also suspended. Only sometimes, some military cargo can be transported. Eldar recalls, that upon a time, train was a comfortable transport for locals, but now no one believes that the Tbilisi-Vale route will be resumed.